

ამ წუთებში დასრულდა ელექტრონული ვაჭრობა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მისი მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესასყიდად.
ტენდერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 199 987 ლარად 11 ივნისს გამოაცხადა და წინადადებების მიღების ვადა დღეს მთავრდებოდა.
ტენდერში ჩაერთო ერთი ორგანიზაცია – შპს „პოლიმერკონტეინერი“, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირა თანხა 173 890 ლარი.
მოაწყობს თუ არა მშენებარე საავადმყოფოსა და მისი მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგების სისტემას შპს „პოლიმერკონტეინერი“, – ამ გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა