

თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი), პარაკლისის შემდეგ კი – ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი.
„ძალიან დიდი, მოულოდნელი ტრაგედია დატრიალდა მთელი საქართველოსთვის, – აღიშნა მამა ანტონმა, – ღმერთმა აცხონოს სტიქიის დროს დაღუპულთა უკვდავი სულები და დაუმკვდროს ცათა სასუფეველი. ჩვენ ვილოცოთ მათი სულებისთვის.
ღმერთმა გააძლიეროს და განამტკიცოს მთელი ქვეყანა განსაცდელში. გვმართებს უფრო მეტი ლოცვა და გაძლიერება სულიერ ცხოვრებაში. უფალმა შეისმინოს ჩვენს მიერ აღვლენილი პანაშვიდი. დედა ღვთისმშობელმა შეისმინოს ჩვენი ვედრება და ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო, ამინ.“
ნინო კაპანაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა