

თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. 24 ადამიანი დაკარგულია და იძებნება. დაღუპულთა შორის არიან მაშველებიც. უსახლკაროდ დარჩა ათობით ოჯახი.
სტიქიის შედეგად დაიღუპა თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომელი. დაიღუპნენ ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. წყალდიდობამ გაანადგურა ძაღლების თავშესაფარი.
დატბორილია მდინარე ვერეს ხეობაში არსებული სასაფლაოს ნაწილი.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, წინასწარი შეფასებით, სტიქიისაგან მიყენებული ზარალი 40 მილიონ ლარს უტოლდება.
გთავაზობთ შოთა ლომიძის ფოტორეპორტაჟს თბილისის ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა