

ხარაგაულში სათავგადასავლო ტურ-თამაშები ორ ეტაპად გაიმართა.
სოფელ ხევში, ქუცუმას მთაზე, 7-11 მაისს გამართულ პირველ ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცი საჯარო სკოლის, ზესტაფონის #7, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრისა და იმერეთის სკაუტების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარში, მარელისის ხერგილზე, 30 მაისს გაიმართა.
ფინალში მონაწილეობდნენ ხარაგაულის #2, კიცხის, წყალაფორეთის, საღანძილისა და ზესტაფონის #7 საჯარო სკოლების გუნდები.
ფინალში ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
ტურ-თამაშების მონაწილეები და გამარჯვებულები 12 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში დაჯილდოვდნენ.
სათავგადასავლო ტურ-თამაშების ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი)
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა