

„ყველაზე მთავარი, რასაც ხარაგაულის ტურიზმის სამსახურისგან ორგანიზებული ტურ-თამაშები მოიცავს, არის გუნდური პრინციპი, კოლექტიური თანამშრომლობა, სპორტი, მეგობრობა, ხელოვნება. ამ ყველაფერს, ერთად აღებულს, მოიცავდა 2015 წლის სათავგადასავლო ტურ-თამაშები, – ასე შეაფასა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ 12 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ დაჯილდოებაზე სპორტული, ინტელექტუალური და სათავგადასავლო თამაშები, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, – მნიშვნელოვანია, რომ ტურ-თამაშებში ორასზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
„აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით, – ამბობს ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – არა მარტო ტურ-თამაშებით, არამედ ყველა იმ პროექტით, რომელსაც ტურიზმის სამსახური გვთავაზობს. მქუხარე აპლოდისმენტები ამ პროექტის ავტორს, მრავალი თაობის, ახალგაზრდობის შეუცვლელ ლიდერს, მამუკა ჭიპაშვილს.“
„ტურიზმის სამსახურის ასეთი აქტივობები ნამდვილად არ არის უცხო, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე, – ტურიზმის სამსახურის უფროსი მამუკა ჭიპაშვილი გვაოცებს თავისი შემოქმედებითა და ფანტაზიებით. ყველა მონაწილეს გილოცავთ ტურ-თამაშებში მონაწილეობას, განსაკუთრებით კი გამარჯვებულს, – ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის გუნდს. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას.“
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა