

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ საქარიქედის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს ოჯახის ექიმი მამია (მამუკა) ტაბატაძე. მის მიმართ მოსახლეობას არ გააჩნია არავითარი პრეტენზია. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მას არ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. იგი ყოველთვის მზადაა დახმარებისათვის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამბულატორიის სიშორის გამო ხშირად ვერ მიდის ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი მასთან.
საქარიქედის მოსახლეობას გვსურს, რომ გამოიყოს ერთი დღე და ამოვიდეს ექიმი ჩვენს სოფელში. ამისათვის ვითხოვთ ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობაში შეკეთდეს ერთი ოთახი. ამით ოჯახის ექიმს ექნება საშუალება, გაგვიწიოს სამედიცინო მომსახურება.
მოთხოვნას ხელს აწერს საქარიქედ-იგორეთის მოსახლეობის 17 წარმომადგენელი
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა