

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაია მაღრაძე) გამართეს ღონისძიება სახელწოდებით „ენა, მამული, სარწმუნოება“.
სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ცვლიდნენ და მხატვრულად კითხულობდნენ სამშობლოს, მართმადიდებლობისა და ქართული ენის სადიდებელ ლექსებს. გალობის პედაგოგ თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს საგალობლები, ქართული და ინგლისურ ენოვანი სიმღერები.
ამ ღონისძიებით მეოთხე კლასის მოსწავლეები დაემშვიდობნენ თავის პირველ მასწავლებელს მაია მაღრაძეს და გზა დაუთმეს მომავალ პირველკლასელებს, რომლებიც ლექსებით მიესალმნენ უფროს მეგობრებს.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა