

18-დან 28 მაისის ჩათვლით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) ორგანიზებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს „სამოქალაქო კვირეული,“ რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აცნობენ საკუთარ საქმიანობას.
https://www.youtube.com/watch?v=o19pEq74ys8
ხვალ, 22 მაისს, 12:00-დან 15:00 საათამდე ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ (ხელმძღვანელი რუსუდან გურგენიძე) ორგანიზებით გაიმართება შშმ პირების მხარდამჭერი აქცია „ჩემი შესაძლებლობები შეუზღუდავია“.
მომდევნო დღეებში კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი“ (წარმომადგენელი ლაშა გოგოლაძე) ხარაგაულში გამართავს მოხალისეობრივ აქციას მაკულატურის შესაგროვებლად.
„სამოქალაქო კვირეული“ ტარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა