

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, მათ სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ლენა აბაშიძე ამბობს, რომ ვერტყვიჭალის სკოლაში არის ბაზა შშმ ბავშვთა დღის ცენტრის გასახსნელად.
„შშმ ბავშვთა განათლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განათლების სამინისტრო. ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლაში ადგილზე გაეცვნენ მდგომარეობას. სექტემბრიდან, შესაძლოა, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ამოქმედდეს.
მაქვს ფინანსური მხარდაჭერის იმედი მუნიციპალიტეტისგან. ეს ცენტრი იქნება ძირულას ხეობის ყველა სკოლისთვის,“ – ამბობს ლენა აბაშიძე და განმარტავს, რომ დღის ცენტრს სკოლის პირველი სართული დაეთმობა. მისივე თქმით, სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სარდაფი, სადაც შშმ პირებისთვის სოციალური საწარმოს შექმნა შეიძლება.
ლენა აბაშიძე ამბობს, რომ დღის ცენტრი 10-12 მოსწავლისთვის შეიქმნება. „მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ მოსწავლეთა მშობლებთან, რათა ყველა დარწმუნდეს დღის ცენტრის სიკეთეში.“
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა