

დღეს, 5 მაისს, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) გაიმართა პედაგოგების დარეჯან გვაძაბიასა და ხათუნა მაჭავარიანის კლასების მოსწავლეთა კონცერტი.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტზე სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასა და მის მოსწავლეს სალომე მაჭავარიანს გადასცა ჭიათურაში გამართული რესპუბლიკური საფორტეპიანო კონკურსში წარმატების დამადასტურებელი სიგელები.
კონცერტი დააგვირგვინა კომპოზიტორ დალი მერაბიშვილის სიმღერამ „მამული“, რომელსაც სამუსიკო სკოლის გუნდი ასრულებდა.
თამთა გოგოლაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა