

25 აპრილს ხარაგაულში ემერჯენს-ამბულატორია გაიხსნა.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ამბულატორიის გვერდით მდებარე მშენებარე ნაგებობის გარემონტებაა დაგეგმილი. პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში ხარაგაულის საავადმყოფოს მშენებლობისათვის თანხა არის განსაზღვრული.
სამედიცინო მომსახურების მხრივ „ხარაგაულში მძიმე მდგომარეობა იყო, – ამბობს დავით სერგეენკო, – რეალურად არ არსებობდა არანაირი ინფრასტრუქტრა. დღეს ჩვენ გავხსენით ერთი დიდი ბლოკი, რომლის ფუნქციაც იქნება გადაუდებელი დახმარება. თუმცა შეიძლება, რომ მცირე სიმძლავრის სტაციონარადაც იმუშაოს. რამდენიმე თვეში გვერდზე მდებარე შენობას გავარემონტებთ, აღვჭურავთ და ეს უკვე იქნება მძლავრი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, ძირითადად, დააკმაყოფილებს.“
ამბულატორიის გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმა დაათვალიერა ახლადგახსნილი ამბულატორია, გაესაუბრა მედპერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას.
ამბულატორიის გახსნაში მონაწილეობდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.
ხარაგაულის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამბულატორიის პროექტში მუნიციპალიტეტმა წვლილი შეიტანა გარე პერიმეტრის მოწესრიგებითა და შიგა კომუნიკაციების მოწყობით.
„სამომავლოდ, როდესაც დაიწყება ძირითადი სტაციონარის მშენებლობა, საავადმყოფოს ტერიტორიას კეთილმოვაწყობთ სრულად და ვიზრუნებთ სოფლებიდან მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – სოფლებიდან მომავალი ყველა ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაულში შემოდის, სამგლიის სერზე, საავადმყოფოსთან მივა და სოფლის მოსახლეობას მეორე ტრანსპორტი აღარ დასჭირდება.“
ხარაგაულის საავადმყოფოს მშენებლობა, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამ ზაფხულს დაიწყება და 2016 წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.
ლაურა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა