

დაბა ხარაგაულში, ვახანსა და ლეღვანში გაბიონებისა და დამცავი კედლების მოსაწყობად 120 000 ლარია განსაზღვრული. სანამ პროექტის უშუალოდ განხორციელებას შეუდგებიან, ამ სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, 2 540 ლარზე, ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა.
ზემოთ აღნიშული 120 ათასი ლარით ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ გაბიონები და დამცავი კედლები მოაწყოს დ. ხარაგაულში, წერეთლის ქ. N1, თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე, ზ. გველესიანისა და რ. შავიძის სახლთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჟ. ბრეგვაძის სახლთან, 9 აპრილის 1 ჩიხში 2 ადგილზე, 9 აპრილის ქუჩაზე გ. ბანცაძის სახლთან; სოფელ ჩხერში ხ. კიკნაძის სახლთან; სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის ეზოსთან; სოფელ ლეღვანში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა