

დღეს, 27 მარტს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ადმინისტრაციაში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ბრიტანელი ექსპერტი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვის საკითხებში გევინ ბელი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იგეგმება აგროტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდის, ტურისტებისთვის მოეწყოს აგროტურები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ადგილობრივი ინდმეწარმეები.
ისინი, მათივე განცხადებით, მზად არიან ჩაერთონ ეროვნულ პარკთან ერთად აგროტურისტული სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
თამთა გოგოლაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა