

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას 55 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული წინამოსამზადებელი სამუშაოები ორ თვეში დამთავრდება, – ეს ინფორმაცია ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ მოგვაწოდა.
მისი ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყება პროექტირების ეტაპი, რისთვისაც გათვალისწინებულია 2 მილიონი ლარი.
ეს თანხა, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. თანხის 20% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 80% აზიის განვითარების ბანკისგან დაფინანსდება.
ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას 55 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა