

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის გამგებელს დაბა ხარაგაულში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 9 აპრილის ქ. #5-ში მდებარე შენობის 85 მ2 ფართის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით ა(ა)იპ „სათნოების სახლისთვის“ არსებობის ვადით გადასაცემად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, როინ გელაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ფართი მიზნობრივად შეიძინა სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის სასადილოს მოსაწყობად. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დონორთან წარდგენილია პროექტი სათნოების სახლის სასადილოს გასარემონტებლად. პროექტი რომ დაფინანსდეს, სათნოების სახლი გასარემონტებელ ფართს საკუთრებაში უნდა ფლობდეს,“ – ამბობს როინ გელაშვილი.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა