

ხარაგაულში მოქმედი ისტორიკოსთა საზოგადოება „კლიო“ ხარაგაულის ისტორიის ნარკვევებზე მუშაობს.
„კლიო“ გასული წლის აგვისტოში შექმნეს ხარაგაულში მცხოვრებმა ისტორიკოსებმა და ისტორიის მასწავლებლებმა.
ხარაგაულის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელზეც ოცამდე ავტორი მუშაობს, აისახება ხარაგაულისა და მისი სოფლების ისტორია უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით.
ხარაგაულის ისტორიის ნარკვევების გამოცემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
წიგნის მომზადების ორგანიზატორის, ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, ხარაგაულის ისტორიის ნარკვევები გამოსაცემად, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა