

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წამყვანი სპეციალისტის ხელფასი 380 ლარია, ხოლო სოფლის სპეციალისტების – 120 ლარი. საბიბლიოთეკო ქსელში ხელფასის 20-50%-იანი მატებისათვის საჭიროა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 45 000 ლარის გამოყოფა.
გასული წლის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცმა სასოფლო ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო ასოციაციისგან პროექტი „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებშიც 10 000 ლარი ღირებულების ლიტერატურა მიიღო. აღნიშნულ პროექტში ვერ მოხვდა საბეს და მარელისის ბიბლიოთეკები, ვინაიდან ისინი აღდგა 2015 წლის იანვარში. საბესა და მარელისის ბიბლიოთეკებს სჭირდებათ თანამედროვე ლიტერატურით შევსება. ასევე აუცილებელია ლიტერატურის შეძენა პატარა ხარაგაულისა და საბავშვო ბიბლიოთეკებისათვის, რისთვისაც საჭიროა 7000 ლარის დამატება.
ზემოთხსენებულის დასაფინანსებლად ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 000 ლარის გამოყოფა მოითხოვა.
საკრებულოსგან 18 თებერვალს დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილების თანახმად ცენტრალურ ბიბლიოთეკას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 23 ათასი ლარი გამოეყო.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა