

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თერთმეტ საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მქონე პირებს.
დირექტორების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა ხარაგაულის #2, ბაზალეთის, ბორითის, ვარძიის, ვაშლევის, ვახანის, ლაშის, ლეღვანის, სარგვეშის, წყალაფორეთისა და ხიდრის საჯარო სკოლებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge.
ელექტრონული განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება 16-დან 19 თებერვლამდე. რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.
კონკურსანტებს შეეძლებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 19 თებერვალს მონიშნული სკოლები იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი.
დირექტორების შესარჩევად კონკურსი საქართველოს მასშტაბით 978 სკოლაშია გამოცხადებული.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა