

დღეს, 22 ივლისს, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.
კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყოფილი თავმჯდომარე გია ცისკაძე მონაწილეობდა. ხუთწევრიანმა საარჩევნო კომისიამ ის ერთხმად აირჩია.
გია ცისკაძე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 2014 წლიდან უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, – ამ წლის 21 ივლისამდე მუშაობდა.
8 ივლისს ცესკომ ის კომისიის წევრად ხელახლა აირჩია.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ცესკომ, კანონმდებლობით, 2 აგვისტოს უნდა გამოაცხადოს.
თარიღის გამოცხადებიდან მეორე დღეს ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრის ასარჩევად კონკურსს გამოაცხადებს, ხოლო პარტიები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 7 დღეში დანიშნავენ.
საოლქო საარჩევნო კომისიები სულ 17 წევრისგან დაკომპლექტდება, მათგან ხუთ მუდმივმოქმედ და სამ დროებით წევრს ცესკო აირჩევს, ხოლო 7 წევრს – უფლებამოსილი პარტიები დანიშნავენ.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.