

აუცილებელია, ყველას შეეძლოს თასმების შეკვრა?
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეკითხვა – არსებითი ხდება შვედი რეჟისორის, ლენა კოპელის ფილმში „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“
ოთხშაბათს, 30 ივნისს, 17:00 საათზე – სწორედ ამ სახალისო, მარტივი, ღრმა და დამაფიქრებელი ფილმის სანახავად ხარაგაულის კინოთეატრში გეპატიჟებით.
ეს კინოჩვენება იმართება შვედური პროექტის ფარგლებში „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომელსაც ხარაგაულის #2 სკოლა ახორციელებს.
ფილმი 2011 წელს არის გადაღებული. სიუჟეტს საფუძვლად უდევს 1996 წელს შვედეთის პატარა ქალაქ ჰუდიკსვალში, პერ იოჰანსონის მიერ განსაკუთრებული თეატრის დაარსების ისტორია.
მთავარ როლებს სწორედ „გლადა ჰუდიკ თეატრის“ მსახიობები ასრულებენ.
„სეანსის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ ფილმში წამოჭრილ საკითხებზე, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის მასწავლებელი, პროექტის ხელმძღვანელი თეა ტალახაძე, – სტერეოტიპების გავლენებზე“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.