

გვიამბობს იური ბუაჩიძე
ავტობუსში
კოწია კიკნაძე მძღოლად მუშაობდა ავტობუსზე და მგზავრები გადაჰყავდა ხარაგაულიდანზესტაფონში. გავიდა თუ არა ძირულაში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ორმა კონტროლიორმა გააჩერა მგზავრებისთვის ბილეთების შესამოწმებლად.
ერთ ახალგაზრდა ქალბატონს სამგზავრო ბილეთი არ აღმოაჩნდა და კოწიას ჰკითხეს, ეს ქალბატონი რატომ მგზავრობს უბილეთოდო.
კოწია არ დაიბნა და უპასუხა, – ეგ ქალბატონი ჩემი ცოლიაო.
ქალი გაბრაზდა და კოწიას ლანძღვა დაუწყო, – შე გადაგვარებულო, გათახსირებულო და უნამუსო კაცო, ვინ არის შენი ცოლიო.
კონტროლიორებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს და ავტობუსიდატოვეს.
მეზობელთან
ზამთარია. თოვს. კოწია მარტოა სახლში. ძალიან მოიწყინა და მეზობელთან გადავიდა. სანამ კაცები საუბრობდნენ, დიასახლისმა კასრიდან ამოიღო „ვიჩინა,“ ჩადო წყლიან კარდალა ქვაბში და დასძინა, – ბატონო კოწია, თქვენ მეტი პატივისცემა გეკუთვნით, მაგრამ წიწილები პატარები არიან და ხელი არ მოეკიდებათო.
კოწიას გაეცინა და უთხრა, – შე ქალო, „სემიჩკას“ ვჭამ და „ნიუჟელი“ თქვენი წიწილები „სემიჩკაზე“ პატარები არიანო!
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა