

15 იანვარს ხარაგაულში, სამგლიის სერზე, ემერჯენს-ამბულატორიის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა.
დაწყებული მშენებლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ.
სამედიცინო დაწესებულებას აშენებს შპს „აი-სი-ი-ეს“.
მშენებლობა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სავარაუდოდ სამ თვეში დასრულდება და მასზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება.
შემდგომ ეტაპზე, ამავე ადგილას, იგეგმება სტაციონარის მშენებლობა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალი მოინახულა.
ნინო კაპანაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა