

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს, 14:00 საათზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ გამოაცხადებს კონკურსს „სუფთა რეგიონი 2021“.
კონკურსის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
„კონკურსი წელს მეექვსედ ცხადდება, – ამბობს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – წელს სიახლე ის, რომ ერთი ნომინაცია – „სუფთა ნაკადული“ დაემატება“.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ შემდეგ ნომინაციებში ტარდება:
2015 წელს ამ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, ხოლო 2018 წელს წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა.
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა.