

ხევის საბავშვო ბაღი რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოექცა.
ხარაგაულის თვითმმართველობამ რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრისთვის 2 250 კვმ მიწა კერძო პირისგან გასულ წელს 30 ათას ლარად შეიძინა.
მიწის ამ ფართიდან 1 050 კვმ-ზე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა. დარჩენილი ფართი კი საბავშვო ბაღისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ამიტომ მუნიციპალიტეტმა დამატებით 412 კვმ მიწის ფართობი იმავე კერძო პირისგან 8 ათას ლარად შეიძინა.
საბავშვო ბაღისთვის საჭირო მიწის ნაკვეთს ხარაგაულის თვითმმართველობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
ხევში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ფინანსებს ავტობანის მშენებლობის დამკვეთი – საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოყოფს.
„ახალი შენობის აშენებამდე ხევის საბავშვო ბაღი ძველ შენობაში იფუნქციონირებს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არსებულ შენობაში დასრულდება, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ახალი სასწავლო წლიდან, 2021 წლის სექტემბრიდან, ხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გვექნება“.
ფოტოზე: ასეთი იქნება ხევის საბავშვო ბაღის ახალი შენობა
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი