

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015-2017 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა დაამტკიცა.
დამტკიცებული ნუსხის მიხედვით 2015 წელს დაიგეგმა:
კიცხი-ხიდარის გზის რეაბილიტაცია;
ზვარის ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა;
ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია;
დაბა ხარაგაულში ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის მოწყობა;
დაბა ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსა და მის მიმდებარე დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობაა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
ცენტრალური ბიბლიოთეკის არსებული შენობის რეაბილიტაცია.
2016 წელს იგეგმება:
უბისა-ღორეშის გზის რეაბილიტაცია;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობა;
საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
ხუნევი-გედსამანიის გზის რეაბილიტაცია;
შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობა;
დაბა ხარაგაულში ქუჩებისა და ჩიხების მოასფალტება.
2017 წელს იგეგმება:
ბაზალეთი-სარგვეშის, მარელისის, ვახანის გზების რეაბილიტაცია და ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა