

სს ენერგო-პრო ჯორჯიასგან მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18-19 დეკემბერს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
18 დეკემბერს პროფილაქტიკური და გაჩეხვითი სამუშაოების ჩასატარებლად 10:00-17:00 საათამდე გაითიშება 35 კვ გადამცემი ხაზი „ულევი 35“, რის გამოც ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქვესადგურ „საქასრიას“ აბონენტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გეთსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი.
19 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე დაგეგმილია ქ/ს „ხარაგაულიდან“ გამომავალ ფიდერ „ხარაგაულის“ გათიშვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით. აღნიშნულის გამო ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა ხარაგაულში და სოფლებში ისლარი, ფარცხნალი, ღუდუმექეთი და ჩხერი.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა