

ხარაგაულში დასრულდა საჯარო მოხელეთა კონკურსის ტესტირების ეტაპი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძის ინფორმაციით, 219 კონკურსანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 181.
პირველადი ინფორმაციით, ზღვარი გადალახა 87-მა კონკურსანტმა.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კონკურსი 74 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.
წინასწარი მონაცემებით, 74-ვე ვაკანსია, ამ ეტაპზე, ვერ დაკომპლექტდება. ღიად დარჩენილ ვაკანსიებზე ხელახლა გამოცხადდება კონკურსი.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე ინგა მაღრაძის ინფორმაციით, საპრეტენზიო კომისიისთვის, ჯერჯერობით, არცერთ კონკურსანტს არ მიუმართავს.
კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (თავმჯდომარე კობა ლურსმანაშვილი) დაკვეთით ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა 13 და 14 დეკემბერს ჩაატარა ხარაგაულის გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების კომპიუტერულ ცენტრებში.
ლაურა გოგოლაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა