

ხარაგაულში საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპი, – ტესტირება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ტესტირებას ხარაგაულის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (თავმჯდომარე კობა ლურსმანაშვილი) დაკვეთით ეროვნული საგამოცდო ცენტრი ატარებს.
ტესტირება 13 და 14 დეკემბერს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების კომპიუტერულ ცენტრებში ტარდება.
„ტესტირება გუშინ, 13 დეკემბერს, 101-მა აპლიკანტმა გაიარა, – ამბობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე, – მათგან, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, 47-მა გადალახა ბარიერი, 12 არ გამოცხადდა.
დღეს, პირველ სესიაზე, 14-მა ადამიანმა გადალახა ბარიერი. გამსვლელი ქულა არის 36, აპლიკანტებს ორი საათის განმავლობაში ეძლევათ 60 ტესტი.
ტესტირება მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ელექტროენერგია არის, კომპიუტერული სისტემა მწყობრშია.
იმ აპლიკანტებს, ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, უფლება ექნებათ, გააპროტესტონ თავიანთი შედეგი გამოცდების ეროვნულ ცენტრთან.
რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამმა კონკურსანტმა მიიღო 35 ქულა და ისინი აპირებენ, რომ გააპროტესტონ თავიანთი ნამუშევრები. სხვა საკითხია, გამოცდების ეროვნული ცენტრი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მათთან დაკავშირებით.
სულ 219 კაცი იყო დარეგისტრირებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 74 ვაკანსიაზე. კონკურენციაა, – დაახლოებით სამი ადამიანი მოდის ერთ ადგილზე,“ – ამბობს დავით კიკნაძე.
ლაურა გოგოლაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა