

მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დებულების თანახმად
პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს საინფორმაციო კვლევით და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. კერძოდ, რეკომენდაციებს გასცემს რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის წერილი, სადაც ნათქვამია:
„რელიგიური გაერთიანებების შუამდგომლობები ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების თაობაზე და ან სხვა შუამდგომლობები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, უნდა შეთანხმდეს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.“
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა