

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში ფაქტობრივად განულებული სისტემა მივიღეთ – 100%-ით მწყობრიდან გამოსული ავტოპარკი, დისკვალიფიცირებული ექიმები და ექთნები, რომელთაც არც ერთი ტრენინგი და არც ერთი გადამზადება არ გაუვლიათ წლების განმავლობაში,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ პროექტის – „საქართველოს მთავრობა – ღია მმმართველობისთვის“ ფარგლებში იმერეთში გამართულ შეხვედრაზე. მისი ინფორმაციით, პროგრამას სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ და ფაქტობრივად არსად არ არის ნორმალური სამუშაო გარემო. „ეტაპობრივად, ნელ-ნელა მდგომარეობა სწორდება. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების სახელფასო ანაზღაურების საკითხი. უკვეუკვე გადაწყვეტილია, რომ მეცამეტე ხელფასი გადავცეთ ბრიგადებს – მძღოლებს, ექთნებსა დაექიმებს, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილებზე გადიან,“ – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ. მისივე ინფორმაციით, განიხილება მომავალი წლიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მომატების საკითხი. რაც შეეხება ავტოპარკს, მინისტრის მოადგილის თქმით დეკემბერ-იანვარში ყველგან განახლდება ავტოპარკი.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა