

ხარაგაულის სპორტსკოლაში გაიმართა შეჯიბრი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლისა და ხარაგაულის სპორტის მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდები. შეჯიბრი მიმდინარეობდა 1999-2000 წელს დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. ნორჩ კალათბურთელ ვაჟებს შორის გაიმარჯვა ბორჯომის ნაკრებმა გუნდმა ანგარიშით 43:28. ხოლო გოგონებს შორის გამარჯვება, ანგარიშით 28:22 მოიპოვა ხარაგაულის სპორტის მართვის ცენტრის გუნდმა (მწვრთნელი გოჩა ბუაჩიძე).
ამავე დღეს გაიმართა შეჯიბრება მინი ფეხბურთში ვაჟებს შორის, რომელშიც გაიმარჯვა ხარაგაულის სპორტის მართვის ცენტრის მინი ფეხბურთელთა გუნდმა ანგარიშით 5-3, სპორტული შეჯიბრება 3 დეკემბერს ჩატარდა.
ვეფხვია ღონღაძე
ხარაგაულის სპორტის მართვის ცენტრის პროგრამების მენეჯერი
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა