

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თოთხმეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები აირჩიეს.
ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დირექტორი ლენა აბაშიძეა;
ბორის საჯარო სკოლაში – ჰამლეტ ბერაძე;
ღორეშაში – ქეთევან ბარბაქაძე;
წიფაში – გოჩა კვინიკაძე;
ხუნევში – ვეფხვია ლომიძე;
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში – მარინე ხვედელიძე;
მარელისის საჯარო სკოლაში – ვერა ოდიკაძე;
უბისაში – მარინა სახვაძე;
ზვარეს საჯარო სკოლაში – ნათო შათირიშვილი;
მოლითში – როლანდი ცუცქირიძე;
კიცხში – თამარ წიწილაშვილი;
საღანძილეში – ვარდო ჭიპაშვილი;
ხევში – მერი ხადილაშვილი;
ნადაბურში – დოდო ხაჩიძე.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც განათლების სამინისტროს დირექტორობის კანდიდატები არ წარუდგენია, მოქმედი დირექტორები გააგრძელებენ მუშაობას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა