

5 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება. აღწერის მიზანია მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება და დემოგრაფიული ვითარების დადგენა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
ხარაგაულში აღმწერების მუნიციპალური ზედამხედველის ნიკოლოზ ფცქიალაძის ინფორმაციით, ხარაგაულში აღწერებისთვის აყვანილია 58 აღმწერი, 11 ინსტრუქტორ-კონტროლიორი და ორი სექტორის ხელმძღვანელი. აღმწერები შეავსებენ სპეციალურ ფორმებს, – გვიამბობს ნიკოლოზ ფცქიალაძე, – არსებობს ოთხი სახის ფორმა. ფორმა #1 ივსება საცხოვრისზე, სადაც აღიწერება სახლის კეთილმოწყობა. ინსტრუქციაში მოცემულია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს სახლის კეთილმოწყობა. ფორმა #2 ოჯახის ყველა წევრზე ცალცალკე შეივსება. ფორმა #3 განკუთვნილია ემიგრანტებისთვის, რომლებიც ოჯახები 2002 წლიდან დატოვეს. ფორმა #4 ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის აღწერას.“
ნიკოლოზ ფცქიალაძის თქმით, შევსებულ ფორმებს 19 ნოემბრის შემდეგ შეაჯამებენ ინსტრუქტორ-კონტროლიორები, შემდეგ – სექტორების ხელმძღვანელები. ამავე დროს გადამოწმდება ყოველი მეათე ოჯახი.
ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ აღმწერს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ფოტოზე: აღმწერი ეთერი მაჩიტაძე ენვერი ხიჯაკაძის ოჯახში აღწერაზე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა