

ერთი წლის წინ ვახანელმა ზურაბ ინასარიძემ მშობლიურ სოფელში პატარა სალოცავის აშენება გადაწყვიტა. სალოცავს სატრაპეზო მოჰყვა, სატრაპეზოს – კელია. მას გვერდით დაუდგა მთელი სოფელი და დღეს ვახანში, ულამაზეს ადგილას, ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერია აღმართული.
ტაძარი და მონასტერი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად 14 სექტემბერს აკურთხა. ტაძრის კურთხევის შემდეგ საზეიმო წირვა ჩატარდა.
„დღეს რამდენიმე დღესასწაულის შემცველი დღეა, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას, – იწყება საეკლესიო ახალი წელი. ასევე ისტორიული მოვლენაა ჩვენს ეპარქიაში. ათწლეულების შემდეგ ხარაგაულში ამოქმედდა დედათა მონასტერი და დაიწყო სამონასტრო მოღვაწეობა.“
მეუფე დიმიტრიმ დიდი მადლიერებით მოიხსენია ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრისა და მონასტრის აშენებაში. განსაკუთრებით კი მოიხსენია ზურაბ ინასარიძის ღვაწლი.
„სიცოცხლეში ადამიანი ვერ ხვდება იმ დიდ მადლს და სიკეთეს, რასაც ჰქვია ღვთის ტაძრის აშენება. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს უფალი აძლევს იმის შეგნებას, რომ მატერიალურ შესაძლებლობასთან ერთად ამხელა საქმე გააკეთოს,“ – აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მეუფე დიმიტრიმ ზურაბ ინასარიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სამაჯური გადასცა.
ვახანში დედათა მონასტერს უწინამძღვრებს დედა მარიამი. მეუფე დიმიტრიმ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მაცხოვრებლებსა და მონასტრის დედებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდება, რისგანაც ყველა დიდ სულიერ სიკეთეს მიიღებს.
ნინო კაპანაძე
იხილეთ ლაურა გოგოლაძის ფოტორეპორტაჟი
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა