ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ქსელური თამაში, რომელშიც 28 მოსწავლე მონაწილეობდა.
-კულტურის სამსახურმა, ქალბატონ ირინე ჩხეიძის მეთაურობით, ახალგაზრდებს კონკურსი შევთავაზეთ ქსელურ თამაშში, – ამბობს ხარაგაულის კულტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში ხათუნა ტაბატაძე, – კონკურსში ყველა მსურველი მოსწავლე ჩაერთო. მათ თვითონ აირჩიეს მეწყვილეები. თამაშში შვიდი ოთხეული მონაწილეობდა და ოთხ ეტაპად წარიმართა. ფინალში სოსო დავაძე და ნიკოლოზ გელაშვილი შეხვდნენ გიორგი გოგოლაძეს და სულხან სულხანიშვილს. გამარჯვეს სოსო დავაძემ და ნიკოლოზ გელაშვილმა. ფინალისტები დაჯილდოვდებიან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შოთა ლომიძეს, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ამ პროექტის ჩატარებაში.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა