

დღეს მსოფლიოს 213 ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 5 600 000 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 6,2% გარდაიცვალა, ხოლო 40% – გამოჯანმრთელდა.
ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, დღეისათვის პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ, ხოლო მესამეზე არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი.
სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა; აზერბაიჯანში – 5 ათასამდეა.
რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე ვირუსის დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით. დაინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა.
საქართველოში დღემდე ინფიცირებული 738 ადამიანიდან 42% მამაკაცია, 58% – ქალი. მათ შორის 15 წლის ასაკამდეა 8,4%, 18 წლამდე ასაკის – 10.2% ინფიცირებული. კორონავირუსით დაავადებულთა მინიმალური ასაკი 2 წელია.
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო