

ქვიშის ფრენბურთის ტურნირი ხარაგაულში მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე, უკვე მეორე წელია, ზაფხულობით მიმდინარეობს.
ფრენბურთის ტურნირის ჩატარების იდეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს ეკუთვნის. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, ამ შეჯიბრს უფრო გასართობი ხასიათი აქვს.
შარშან ტურნირი ტერიტორიულ ერთეულებს შორის ჩატარდა. წელს კი ყველა მსურველს შეეძლო მასში მონაწილეობა.
„გაისად შევეცდებით, ტურნირი უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდეს,“ – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
ქვიშის ფრენბურთის ტურნირი სამდღიანია. მან სტარტი 25 აგვისტოს აიღო და 27 აგვისტოს დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა