

რას და როგორ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიიდან მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს, – ამის შესახებ ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ფეისბუქკონფერენციაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის შენელების დინამიკა იგრძნობა. 4 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან მესამედი გამოჯანმრთელდა, 287 ათასი კი დაიღუპა. გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევაა ამერიკაში, ესპანეთში, რუსეთში. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება საქართველოს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა დ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ტრადიციული და კულტურული ურთიერთობები გვაკავშირებს.
საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 647 დადასტურებული შემთხვევაა 33 505 გამოკვლეულიდან. 372 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და ძალიან ნიშანდობლივია, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. თუმცა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას და ყველა რეკომენდაცია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცია აუცილებლად უნდა დავიცვათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა