

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების კორონავირუსზე ტესტირების შედეგები უარყოფითია.
კორონავირუსი იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში მოქმედ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის არცერთ ბრიგადას არ დაუდასტურდა.
კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ ასევე ხარაგაულის საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 5 პირი რჩება. ამ ხუთი პიროვნების, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულისა და ბოლნისის მაცხოვრებლების, თვითიზოლაციის ვადა ხვალ, 12 მაისს, იწურება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
11 მაისის მდგომარეობით კორონავირუსის დადასტურებული 638 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 317 პირი, გარდაიცვალა 10 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.
ნინო კაპანაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა