

მეწარმე სუბიექტებმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გასაგრძელებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე http://gov.ge/s/55aaf ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა უნდა შეავსონ.
მეწარმე სუბიექტი ფორმის შევსების შემდეგ გაივლის ინსპექტირებას, რის შედეგადაც დადგინდება, თუ რამდენად აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.
ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს.
საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.
მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსებას აღარ საჭიროებენ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა