

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში, რომელიც 2020 წლის ზაფხულზე გასამართი გამოცდების უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით შედგა, განათლების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გადაცემის აღკვეთის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით გასატარებელ იმ ღონისძიებებზე მუშაობს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას 2020 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის სრულყოფილად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით.
ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. გამოცდები ივლისში გაიმართება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში გახდება ცნობილი.
გამოცდების ჩასაბარებლად 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა