

ამ საღამოს ხარაგაულში ბუნებრივი აირით მოსარგებლე მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდათ.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერს ლევან აბაშიძეს, რომელმაც გვაცნობა, რომ „სამშენებლო კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ „დევების“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მაგისტრალი დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. თუ მოვასწარით, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ბუნებრივ აირს ამ საღამოსვე მივაწვდით, ხოლო სოფლებში გაზის ჩართვას ხვალ დილიდან დავიწყებთ“.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და გვირჩევს, რომ გაზის დანადგარები და ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში ვიქონიოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა