

საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში ნოდარ ებანოიძე სოციალურ ქსელში მშობლებისადმი მარგარეტ ტეტჩერის რჩევას აქვეყნებს:
მარგარეტ ტეტჩერი (გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1979-1990წწ): – „როდესაც თქვენი შვილი ნაყინისთვის თავის პირველ ფულს გამოიმუშავებს, გააკეთეთ შემდეგი:
1. სანამ ის ნაყინის დაგემოვნებას მოასწრებს, მოჰკიდეთ ხელი და ნაყინს 20% ჩამოაჭერით.
2. შემდეგ კიდევ 30% და დარჩენილი ნაყინი მიეცით მას და აუხსენით, რომ ხელისუფლება ასე ექცევა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფულს გამოიმუშავებს და რომ ასეთი ბედი ელის ყველა იმ ნაყინს, რომელსაც ის შეიძენს.
თუმცა, მას შეუძლია შეამციროს „წართმეული“ ნაყინის ოდენობა, თუ ის გაუწევს წინააღმდეგობას და მოსთხოვს ახსნა-განმარტებას მას, ვისაც მისი ნაშრომის ნაწილი მიაქვს.
თუ ასე მოიქცევა ყველა მშობელი, გაჩნდება იმედი, რომ ქვეყანაში გაიზრდება თაობა, რომელიც მიხვდება, რომ სახელმწიფოს არ აქვს მისი ფული – არის მხოლოდ გადასახდელის გადამხდელთა ფული; და რომ მოქალაქეებს არა მარტო შეუძლიათ, არამედ ვალდებულნიც არიან აკონტროლონ სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც მათ ფულს ხარჯავენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა