

ეს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან მოვიპოვეთ.
ამ მომენტისთვის იმერეთში კორონავირუსზე გამოკვლეულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქუთაისის ბრიგადები. covid-19 არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
მიმდინარე კვირაში იგეგმება იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების ტესტირება.
მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ყველა ცენტრი სპეცეკიპირებით მომარაგებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 12,7% სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პირი, გარდაცვლილია 9 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმშია – 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 537.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 19 პირია თვითიზოლაციაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით, კორონავირუსი არც ერთ მოქალაქეს არ დადასტურებია.
ნინო კაპანაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა