

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
ცენტრის დირექტორის, გიორგი მუხურაძის, ინფორმაციით, ამჟამად ცენტრში დისტანციურად ინგლისური ენის, მეფუტკრეობისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი კურსები მუშაობს.
„მაისიდან ასევე დისტანციურად შეუდგებიან სწავლებას კულინარიის, ფინანსური განათლებისა და თექის დამუშავების შემსწავლელი კურსები. თექის შემსწავლელი კურსის მსმენელებს წინასწარ დავურიგებთ მასალებს, მასწავლებელი დისტანციურად ასწავლის და მსმენელები სახლიდან იმუშავებენ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჩვენი ცენტრის რამდენიმე მსმენელი და პედაგოგი ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს იღებენ“, – ამბობს გიორგი მუხურაძე.
მისივე თქმით, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ონლაინკურსების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
საქართველოში DVV International-ის ფინანსური მხარდაჭერით ზრდასრულთა განათლების თერთმეტი ცენტრი ფუნქციონირებს.
ფოტოზე – ხარაგაულის ზრდასრულთა განთლების ცენტრში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა