

მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამორჩეული ქეთევან სხილაძე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ის წელს საქართველოში პირველად ჩატარებული ონლაინ ოლიმპიადის მესამე ადგილის მფლობელია ორ საგანში – ქართულსა და გეოგრაფიაში.
„აპრილში მეგობრისგან შევიტყვე ამ ოლიმპიადის შესახებ, – გვიამბობს ქეთევან სხილაძე, – რადგან საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ჩავერთე ოლიმპიადაში. ვიფიქრე, რომ გამოცდებამდე გონებას გავივარჯიშებდი. ერთი თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოლიმპიადის ფინალში გავედი.“
ფინალში, რომელიც თბილისში გაიმართა, ოცი მოსწავლე მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონია 17 ივლისს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში გაიმართა. ქეთევანი ორ საგანში გამარჯვების გამო ორი პლანშეტით დასაჩუქრდა.
„ონლაინ ოლიმპიადა ძალიან კარგი პროექტია, – ამბობს ქეთევანი, – გეძლევა ცოდნის გამოვლენისა და ნასწავლი მასალის განმეორების შესაძლებლობა. ყველას ვურჩევ, ჩაერთოს ამ პროექტში.“
ახლა ქეთევან სხილაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინშია. წარმატებები ვუსურვოთ მას.
ნინო კაპანაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა