

„ხარაგაულის საავადმყოფოს პრობლემა წელს მოგვარდება,“ – ამ განცხადებას, ჯანდაცვის მინისტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე ავრცელებს.
„ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ხარაგაულის საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრე, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – სამწუხაროდ, ეს პროცესი დაგვიანდა. მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, ხარაგაულში წელს აუცილებლად მოხდება ან დღევანდელი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ან აშენდება ახალი საავადმყოფო იმ მასშტაბით, როგორიც იქნება საჭირო. წელს ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ,“ – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
ლაურა გოგოლაძე
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა