

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
„ფერმერებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას!
ეს გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილების უშუალო ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა 22 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
რა სახით და როგორ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილების აღსრულებას; ვინ და როგორ გასცემს ნებართვებს მუნიციპალიტეტში, – ამის გასარკვევად „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაციის მიღებისთანავე გვაცნობებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა