

მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდება.
„27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, – განაცხადა პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, – ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორიცელება, ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა.“
საქართველოში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 17 აპრილიs დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ზრდით ახსნა.
ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას, დისტრიბუციას და „მიტანის სერვისს.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა