

ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისგან კორონავირუსის პანდემიის გაშუქებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
– დააკვირდით ინფექციონისტებს, კორონავირუსით ინფიცირებულებზე როგორ ლაპარაკობენ – პაციენტი ნომერი 3, პაციენტი ნომერი 5 და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან – პიროვნების იდენტიფიცირება ადამიანთა გარიყვას გამოიწვევს. არ ვსაუბრობ პირად ინფორმაციებზეო, – მარინა ეზუგბაიამ.
საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ პირის დადგენა ძნელი არაა.
ამ პატარა ქვეყანაში სხვა კულტურა იყო ურთიერთობის, ნათესაობის, მეზობლობის და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჭირისუფლებიც კი თავად უთვლიან მოკეთეებს – არ მოხვიდეთ, გაგებით ვეკიდებით ყველაფერსო, ეს იზოლაციის პერიოდი ისეც მოახდენს გავლენას ამ ურთიერთობებზე.
გადაიკორონებს და რას მივიღებთ? – სოფლისგან უარყოფილ, ზურგშექცეულ ადამიანებს. ეს ისეც ასე იქნება. სოციალური დისტანცია ურთიერთობებს შეცვლის და ამას მედიის მიერ დაინფიცირებულების (ან შესაძლო დაინფიცირებულების) სტიგმატიზება აღარ სჭირდება. საკმარისია ის სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან – არ უნდა ამას იზოლაციაში მყოფთა ოჯახებში სირბილი.
უნდა გვახსოვდეს:
– ავადმყოფობა სირცხვილი არაა. უბრალოდ, უნდა დავიცვათ ის მოთხოვნები (და თხოვნები), რასაც პროფესიონალები უსვამენ ხაზს!
– პანდემია სკანდალი არაა – სახადია, რომელიც ერთად უნდა მოვიხადოთ და ჟურნალისტებმა მხოლოდ გულშემატკივრის პოზიციიდან მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას!
– მედიის საქმიანობის მთავარი პრინციპი უნდა იყოს: „არ ავნო!“
ამ უკანასკნელის შეუსრულებლობის შედეგი კი საშინელი იქნება – დაწყებული გაბოროტებული ადამიანებიდან, დასრულებული თვითმკვლელობით – ყველა ვერ გადახარშავს, რომ მისმა ქცევამ ადამიანების დაინფიცირება გამოიწვია.
ფრთხილად ვიყოთ! მეტი არაფერი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში